LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრიუ ბერიმორი გინესის რეკორდსმენი გახდა (ვიდეო)

238

ჯიმი ფელონის შოუში დრიუ ბერიმორმა ერთდროულად გინესის სამი რეკორდი რამდენიმე წამში დაამყარა და ცნობილ წიგნში საპატიო ადგილი დაიკავა.

თავდაპირველად ჯიმიმ დრიუს შესთავაზა, ნებისმიერი 10 მოხალისესთვის 30 წამში ტუჩსაცხი წაესვა. მსახიობმა დავალებას თავი 22 წამში გაართვა. შემდეგ მას გაქცევით უნდა გაეხია ქაღალდის რამდენიმე ბანერი, რაც მსახიობისთვის ასევე არ აღმოჩნდა რთული. მესამე დავალებას კი ორ მეტრიან პარიკში ცეკვა შეადგენდა – ბერიმორმა კი არამარტო იცეკვა, არამედ მაყურებელს თავიც დაუკრა.

ყველა ამ „გამოცდის“ შემდეგ, ჰოლივუდის ვარსკვლავს გინესის რეკორდსმენის დიპლომი გადასცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები