LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულის შესასვლელთან შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებული, გადაადგილება მკაცრად კონტროლდება

92
Untitled

ბოლნისი და მარნეული ჩაკეტილია. მინიციპალიტეტების შესასვლელში შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის უწყების თანამშრომლები არიან მობილიზებული. ისინი მოსახლეობის გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ. მოქალაქეებს ტერიტორიაზე უშვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი უკან დაბრუნებას არ აპირებენ.

მარნეულში გვიან ღამით შეიყვანეს სამხედრო ტექნიკაც.

მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავა და აიკრძალება ამ ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლა.

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა

მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

„21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. დღეს გვქონდა რთული შემთხვევა, მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა, ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

ის, რომ ჩვენმა ეპოდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით შიდა ეტაპზე გადასვლას, რისთვისაც მაქსიმალურად ვართ მომზადებული. ამის მიუხედავად, სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები