LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ზიარებასთან არ არის დაკავშირებული – მეუფე გერასიმე

352
BeFunky-collage (5)

მივიღებთ გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე ტვ პირველის ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა სასულიერო პირებისთვის.

ამასთან, ტელეკომპანია პირველთან ინტევიუში მეუფე გერასიმე ამბობს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობსი გადაწყვეტილების მიღება ზიარების წესთან არანაირად არ არის დაკავშირებული.

„ჩვენთვისაც, სასულიერო პირებისთვის და მღვდელმთავრებისთვის მოულოდნელი იყო, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ. დღეს ყველა ტაძრებში არის ლოცვა და ალბათ, ძალიან გამიჭირდება მრევლის ინფორმირება, რომ ახალი რეგულაციები შემოვიდა. ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ.

ერთია სახელმწიფოს დამოკიდებულება და მიდგომა, მეორეა ეკლესია. არავინ ელოდება ასეთ სწრაფ რეაგირებას და სინოდის შეკრებას არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

საგანგებო მდგომარეობისას იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც – ომბუდსმენი

დღეს პრემიერ მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წარდგინებით პრეზიდენტს მიმართა. მალევე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი გამოსცა.

10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს – გიორგი გახარია

გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე საუბარი არ არის – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები