LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯორჯიან ეარვეისი“ თანამშრომლების 95%-ს უხელფასო შვებულებაში უშვებს

103
29352276-1925074550900672-3418363651419904126-o

ჯორჯიან ეარვეისი” თანამშრომლების 95%- უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს. მიზეზი გაუქმებული რეისებია, რის გამოც კომპანიაში ფინანსური კრიზისია შექმნილი.

„შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, იძულებული ვართ თანამშრომლების 95% უვადო შვებულებაში გავუშვათ. მაქსიმალურად შევეცდებით სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ, მობილიზება გავუკეთოთ ფინანსურ სახსრებს, რომ ჩვენი პროფესიონალები უკან მალე დავაბრუნოთ. ჩვენი ყველაზე დიდი კაპიტალი, ჩვენი თანამშრომლებია“, – განაცხადა ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.

მისივე ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისი“ მზადაა, რომ მთავრობის თანხმობის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნიდან შეასრულოს ჩარტერული რეისები უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები