ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები დროებით მუშაობას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმავიას თავად სააგენტო ავრცელებს.
„ახალი ტიპის კორონავირუსის, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები 14 მარტს დაიკეტა. არსებული ვითარების გამო, ეს პერიოდი 6 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სიახლეების შესახებ, გეცნობებათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდისა და ოფიციალური Facebook გვერდების საშუალებით.
დაცული ტერიტორიების სააგენტო გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – აცხადებენ სააგენტოში.