ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „დენგრუპიც“ და იმპორტიორ კომპანიების დახმარებას სრულიად უანგაროდ სთავაზობს.
„შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “დენგრუპი”, იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას და იმპორტიორი კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობის და ქვეყანაში, როგორც სასურსათო, ასევე ნებისმიერი სხვა სახის მარაგის შენარჩუნების და შევსების მიზნით, 1 აპრილამდე გთავაზობთ საერთაშორისო სახმელეთო და საკონტეინერო გადაზიდვებს ჩვენი კომპანიის ფასნამატის გარეშე.
1 აპრილამდე ”დენგრუპი” ყველა იმპორტიორ კომპანიას მიაწვდის მომსახურებას, რომელიც არ მოიცავს ჩვენი კომპანიის მოგებას. გაცემულ ფასში გათვალისწინებული იქნება მხოლოდ საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების საკომისიო. გისურვებთ ჯანმრთელობას!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავად „დენგრუპი“ ავრცელებს.
კომპანიის შესახებ:
„დენგრუპი” ბაზარზე 2017 წლიდან საქმიანობს. ის მომხმარებელს სთავაზობს, როგორც შიდა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს ამიერკავკასიის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით (რუსეთი, უკრაინა, ბელaრუსი), ასევე ევროპის ნებისმიერ წერტილში და ცენტრალურ აზიაში. აგრეთვე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
დეტალური ინფორმაცია “დენგრუპის” შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე, ან ფეისბუქგვერდზე: dengroup.ge , დენგრუპი