LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევჰესის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

869

საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის – „შუახევიჰესის“ მშენებლობის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან გამართა.

მხარეებმა განიხილეს მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღინიშნა, რომ „შუახევიჰესის“ მშენებლობა, რომელსაც ინდური კომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy-ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმო ახორციელებს, დასასრულს უახლოვდება.

ჰიდროელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 187 მგვტ-ია, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 416 მლნ. აშშ დოლარი.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს “კორომხეთი ჰესის” პროექტის განხორციელების გზებზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.