LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს კორონავირუსის ტესტის გაკეთება

2668
testi

მსოფლიო კორონავირუსს ჯერჯერობით ვერ ამარცხებს. ძნელია გაარჩიო ჩვეულებრივი გრიპი და კორონავირუსი ერთმანეთისგან. კორონავირუსის ტესტის ფასი კი საკმაოდ დიდია.

საქართველოში კორონავირუსის ტესტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფასო, თუ პაციენტს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები და ინფიცირებულთან კონტაქტის ისტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტი ფასიანია. მისი გაკეთება გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში 600-700 ლარად არის შესაძლებელი.

კორონავირუსის მკურნალობის და ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ყველა ხარჯი სახელმწიფომ თავის თავზე აიღო.

მსოფლიოში ტესტის ფასები სხვადასხვაა. 

გერმანიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ტესტის გაკეთება 200 ევრო ჯდება. კლინიკა მას მხოლოდ იმ შემთხვევაში აფინანსებს, თუ პაციენტი ექიმის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც „საეჭვო შემთხვევა“.

აშშ-ში კორონავირუსის ტესტირების ფასი 3000-დან 3300 დოლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების კერას, ჩინეთს – აქ მთავრობამ ანალიზებისა და პაციენტების მკურნალობის ხარჯების დიდი ნაწილი საკუთარ თავზე აიღო. პაციენტისთვის ვირუსზე ტესტის გაკეთება 370 იუანი, დაახლოებით 53 დოლარი ჯდება.

დაავადების საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდე გრძელდება, შეიძლება ვითარდებოდეს პრაქტიკულად უსიმპტომოდ და დროის ამ შუალედში ტესტირება უშედეგოა, რადგან დაავადებას არ აჩვენებს.

სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული ტესტის გაკეთება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ინფიცირების საფუძვლიანი ეჭვი. კერძოდ, გამოვლენილია სიმპტომები, მშრალი ხველა, ტემპერატურა, არსებობს მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ან ინფიცირებულთან კონტაქტის ისტორია.

ამ მომენტისთვის არც წამალი, არც ვაქცინა ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ არ არსებობს. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ვაქცინა კიდევ ექვსი თვე არ იქნება.