მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანია „რაინეარმა“ გადაწყვიტა, ევროპაში თითქმის ყველა რეისი გააუქმოს. ეს გადაწყვეტილება ძალაში მომავალი კვირიდან შევა…
ავიაკომპანიის ინფორმაციით, 18 მარტიდან 24 მარტამდე დაგეგმილი რეისების 80% გაუქმდება, ხოლო 24 მარტიდან თითქმის ყველა რეისი აიკრძალება. დარჩება მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის აუცილებელი რეისების მცირე რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ ეპიდემიამ განსაკუთრებით დააზარალა ავიაინდუსტრია. როგორც იცით, ვირუსის შესაჩერებლად არაერთი ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვრები დაკეტა და ფრენები აკრძალა.