LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გადაღებული ფილმის პრემიერა 24 მარტს მუმბაიში შედგება

104

პროგრამის „გადაიღე საქართველოში” ფარგლებში ინდური კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა ჩვენს ქვეყანაში ფილმი გადაიღეს. ახალი პროექტის სახელწოდებაა „Machine“, რომლის ტრეილერიც უკვე გამოვიდა. ფილმის ყველა ეპიზოდი საქართველოშია გადაღებული. სასიყვარულო ფილმის პრემიერა 24 მარტს მუმბაიში შედგება.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს და დიდი კინომწარმოებლების ყურადღება მიიპყროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები