LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჩიკაგოს აკვარიუმი მნახველებისთვის დაიკეტა და პინგვინებს სრული თავისუფლება მიეცათ

116
26077544-0-image-a-42-1584459558931

ქსელში ბედნიერი პინგვინების კადრები გავრცელდა. როგორც ჩანს, კორონავირუსმა ცხოველები მაინც გააბედნიერა.

ჩიკაგოს აკვარიუმი მნახველებისთვის დაიკეტა და პინგვინებს სრული თავისუფლება მიეცათ. ადმინსტრაციამ გაავრცელა კადრები, სადაც პინგვინები მთელ შენობაში გადაადგილდებიან, სხვა ცხოველებს სტუმრობენ და დროს არაჩვეულებრივად ატარებენ.

აკვარიუმისთვის ცხოველების კომფორტი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მათთვის სხვადასხვა გასართობის მოფიქრებასაც ხშირად ცდილობდნენ. შექმნილ ვითარებაშიც ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ პანდემიის დროს მათ არ მოეწყინათ და როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი პირიქით მოხდა. ვიზიტორთა აკრძალვამ პინგვინები ძალიან გაამხიარულა.

ყველაზე აქტიურები აღმოჩნდნენ პინგვინები სახელად ედვარდი და ანი, წყვილმა მომავალ კვირას ბუდის შენება უნდა დაიწყოს, მანამდე კი ისინი დროს მეზობლების გაცნობაში ატარებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები