LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფის დედა გარდაიცვალა

609
MEFE22

დავით ბაგრატიონ მუხრანელს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან გახდა ცნობილი.

„საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება, რომ გუშინ, 2020 წლის 17 მარტს, გარდაიცვალა მისი უმაღლესობა პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი.

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მისი უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ – მუხრანბატონის დედა.

პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მადრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ – მუხრანბატონიშვილზე. სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი: მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი“, – ვკითხულობთ საქართველოს სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ფოტოზე: მისი სამეფო უმაღლესობა ბატონიშვილი დავით ბაგრატიონ მუხრანბატონის დედა, მისი სამეფო უმაღლესობა პრინცესა მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ მუხრანელი, მისი სამეფო უმაღლესობა დონ ხუან დე ბურბონი (ალფონსო XIII შვილი და ხუან კარლოს I მამა) და პატარა უფლისწული დავით ბაგრატიონ–მუხრანბატონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები