LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ სესხები მთავრობას გაუნაწყენდნენ

25

გალარების პროგრამით 5 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი გვასალიამ განაცხადა. ამ თემას დღევანდელი პრესაც უთმობს ყურადღებას და წერს, რომ გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 2 თვეს გაგრძელდება.

აზერბაიჯანში კი მანათის გაუფასურების შეჩერებას ვერ ახერხებენ. სტატია „რეზონანსშია“, საიდანაც შეიტყობთ, რომ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 1,9068 მანათი ღირს, რაც წინა მაჩვენებელთან შედარებით 0,05 პუნქტით გაუფასურებას უდრის.

გაზეთი „ახალი თაობა“ კი ონლაინ სესხებზე აქვეყნებს სტატიას და წერს, რომ ამ ორგანიზაციის მფლობელები ხელისუფლებით უკმაყოფილოები არიან. ახალი რეგულაციების დაკისრების შემდეგ კომპანიებს შემოსავალი 5-10-ჯერ შეუმცირდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი კომპანია ფუნქციონირებას შეწყვეტს და ბაზარზე მხოლოდ მსხვილი კომპანიები დარჩებიან.

ოფიციალური მონაცემებით დღეს ქვეყანაში 400 მილიონი ონლაინ სესხია გაცემული, მაშინ, როცა ქვეყანაში მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მათში შედიან ბავშვები და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებზეც სესხები არ გაიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები