”ა, ბატონო” – თბილისში ქართული, ტრადიციული კერძების მოყვარულთათვის ახალი პაბ-რესტორანი გაიხსნა. კვების ობიექტი მომხარებელს აბსოლუტურად ყველა დასახელების ნაციონალურ კერძს სთავაზობს, ამასთან მენიუში ევროპული სამზარეულოს მოყვარულთა ინტერესებიც გათვალისწინებულია.
როგორც ”ფორტუნას” რესტორნის გენერალურმა დირექტორმა, ჯონი მაისაშვილმა განუცხადა, ქართულთან ერთად ”ა, ბატონოში” რამდენიმე სახეობის ევროპული კერძია წარმოდგენილი, მათ შორის სხვადასხვა სახეობის სალათები და პიცა.
”ვცდილობთ, მენიუ ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს მოვარგოთ. ჩვენთან წარმოდგენილი კერძების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ აბსოლუტურად ნატურალური პროდუქციით მზადდება. რაც შეეხება ფასებს, საკმაოდ კონკურენტუნარიანია და გათვლილია ნებისმიერი კატეგორიის კლიენტზე”, – აღნიშნა მაისაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, რესტორანი ცოტა ხნის წინ გაიხსნა, თუმცა მომხმარებლის სიმცირეს არ უჩივის. სწორედ ამიტომ, ”ა, ბატონოს” ბრენდის ქვეშ სამომავლოდ გაფართოება და ფილიალების გახსნაც იგეგმება.
როგორც რესტორნის გენერალური დირექტორი ამბობს, ”ა, ბატონოში” მისულ სტუმრებს გემრიელი კერძების გარდა, სასიამოვნო გარემოც დახვდებათ. რესტორანს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა აქვს, მათ შორის ჰყავს ცოცხალი ბენდი.
ცნობისთვის, ბაპ-რესტორანი ”ა, ბატონო” 2016 წლის დეკემბერში საბჭოს მოედანზე, ჩუბინაშვილის ქუჩა #4-ში გაიხსნა და აქ ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული.