LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზეზი, რის გამოც პრინც უილიამს არასოდეს უკეთია საქორწინო ბეჭედი

132

ფაქტი, რომ პრინც უილიამს არასოდეს უკეთია თითზე ქორწინების ბეჭედი, ხშირად ხდება ხოლმე ბრიტანელების შეშფოთების საგანი. სოციალურ ქსელებში ამბობენ, რომ შესაძლოა, წყვილის ურთიერთობა არც ისე იდეალურია და ისინი დაშორებასაც გეგმავენ.

თუმცა უილიამმა გადაწყვეტილება, არ ეტარებინა საქორწინო ბეჭედი, 2012 წელს, სწორედ ქორწილისას მიიღო. სასახლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პრინცს არ უყვარს სამკაული, არასოდეს უტარებია და ეს მისი პირადი გადასაწყვეტია.

ჭორების მიუხედავად, წყვილი თანაცხოვრებას სრულ იდილიაში განაგრძობს. უილიამისგან განსხვავებით, საქორწინო ბეჭედი ქეით მიდლტონს მუდმივად უკეთია.

გარდა უილიამისა, არასოდეს დაუნახავთ ბეჭედი დედოფალი ელისაბედის ქმრის, პრინც ფილიპის თითზეც. როგორც ჩანს, სამეფო ოჯახის მამაკაცი წარმომადგენლები სამკაულს არ სწყალობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები