LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში დაბადებულ ტყუპ გოგონებს განსხვავებული კანის ფერი აქვთ

99

ამერიკაში დაბადებულ ტყუპ გოგონებს განსხვავებული კანის ფერი აქვთ. რაც არ უნდა უცნაური იყოს, კალანის  ღია ფერის კანი და ცისფერი თვალები, ჯარანის კი -მუქი ფერის კანი და ყავისფერი თვალები აქვს, თუმცა გოგონები ნამდვილად ტყუპები არიან.

პატარების მშობლებისთვის, უიტნი მეიერისა და ტომას დინისთვის უნიკალური შვილები ძალიან დიდი სიურპრიზი იყო და წყვილს თავისი ბედნიერების დღემდე არ სჯერა.საქმე იმაშია, რომ გოგონების მამა – ტომასი ფერადკანიანია და ვერც კი იოცნებებდა, რომ ასეთი ერთმანეთისგან განსხვავებული ქალიშვილები ეყოლებოდა.

გენეტიკოსთა შეფასებით, მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათად ხდება. როგორც წესი, ბავშვი მშობლებისგან უნიკალურ გენომს იღებს, ხოლო, როდესაც მშობლები განსხვავებული რასის წარმომადგენლები არიან, ეს პატარებზეც აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები