LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისლამური სახელმწიფო” კორონავირუსის გამო ჯიჰადისტებს ევროპაში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს

302
isis-newsss

„ისლამური სახელმწიფო“ თავის ტერორისტებს მოუწოდებს, დროებით არ ესტუმრონ ევროპის ტერიტორიას ჯიჰადის მიზნით. კორონავირუსის გარცელების გამო ISIS-ი ევროპაში ჯიჰადისტებს არ გაგზავნის იქამდე, ვიდრე ეს უსაფრთხო არ იქნება, თუმცა ის ტერორისტები, რომლებიც ევროპაში არიან, ადგილზე უნდა დარჩნენ, რათა „ისლამურ სახელმწიფოშიც“ არ გაავრცელონ ვირუსი. ამის შესახებ ,,სიენენი” წერს.

„ჯანმრთელები არ უნდა ეწვიონ მიწას, სადაც ეპიდემიაა და იქ მყოფებმა ეს მიწა არ უნდა დატოვონ“– ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომლითაც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები ჯიჰადისტებს მიმართავენ.

მათი აზრით, ვირუსის გავრცელება სასჯელია, რომელიც მსოფლიოს ალაჰმა მოუვლინა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა პანდემიის ახალი ცენტრია, კარგი მდგომარეობა არ არის არც ერაყში, სადაც ტერორისტთა გადარჩენილი ჯგუფები არიან თავმოყრილი. ერაყში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების 124 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა 10 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები