LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგვტოვებს, თუ არა კორონავირუსი საჭირო პროდუქციის გარეშე – პასუხები ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

226
carielikarfuri1-44257-1

რას აცხადებენ სუპერმარკეტების მენეჯერები სურსათის მარაგებზე და რას ფიქრობს ხელისუფლება? „სავაჭრო ქსელში დღეს დღეობით მარაგები საკმარისზე მეტია, სავაჭრო სექტორი საკმაოდ კარგად არის მომზადებული ყველა გამოწვევისთვის“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კი ამბობს, რომ მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და ფასების სპეკულაციურად გაზრდა არ მოხდეს.

როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, ქვეყანაში შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება თავად სუპერმარკეტებს – აქ ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. „პროდუქტების მარაგები გვაქვს როგორც ადგილობრივ საწყობებში, ასევე ცენტრალურ საწყობებში აქვთ მომწოდებლებს. ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მომწოდებლებთან და გვამშვიდებენ, რომ ამ მხრივ, საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის ქვეყანაში”, – აცხადებენ „სმარტში“.

აგროჰაბისდირექტორი გიორგი ჯაშიაშვილმა ასევე ამბობს, რომ სურსათის მარაგები საკმარისზე მეტი რაოდენობის არის. „საზღვრები დაკეტილი არ არის და თუ რაიმე ტვირთია გაჩერებული, მთავრობა აქტიურად მუშაობს მის შემოტანაზე, მარაგები მუდმივად ივსება, შესაბამისად საფუძველი იმისა, რომ რაიმე გათავდეს და დეფიციტი შეიქმნას, არ არსებობს”, – განაცხადა ჯაშიაშვილმა.

ამავე საკითხზე განცხადება “კარფურმაც” გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების დეფიციტისა და ფასების ზრდის საფრთხე არ არსებობს. ანალოგიურ პოზიციაზე არიან „გუდვილსა“ და „ორ ნაბიჯშიც“… ისინი ამბობენ, რომ მარაგები, როგორც მათ ქსელში ისე მთელ სექტორში არის საკმარისზე მეტი… შესაბამისად, ყველანაირი აჟიოტაჟი ზედმეტია.

იმაზე, რომ ქვეყანას სურსათის დეფიციტი მომდევნო თვეებში არ ექნება, საუბრობს  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტიც

როგორც სოსო ფხაკაძე განმარტავს, ამისთვის ძალიან ბევრი მოცემულობა არსებობს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სექტორის წარმომადგენლებისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მდგომარეობას აკონტროლებს.

„არ არსებობს არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი. გავაკეთე ძალიან კარგი დასკვნა და ანალიზი, რომ ის მარაგები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მთლიანად საქართველოში,არის საკმარისი მინიმუმ 2-3 თვე. რაც შეეხება ლოგისტიკურ ხაზებს – დღესაც ბევრი კონტეინერი არის გზაში და ისინი ან განბაჟების რეჟიმში არიან, ან მალე მოუახლოვდებიან ჩვენს ქვეყანას, ასე რომ ესეც მინდა იცოდეთ – წყვეტა აქაც არ არის“, – აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტიც..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები