ერთადერთი კონტინენტი, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა ანტარქტიდაა.
კონტინენტზე რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
რუკიდან ირკვევა, რომ ანტარქტიდა ერთადერთი ადგილია, სადაც კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ცნობისთვის, კონტინენტზე მცხოვრები ყველა ადამიანი პოლარულ სადგურებზე მუშაობს.