LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელი ექიმების ჯგუფი ერაყში: ჩინეთი სხვებს კორონავირუსთან ბრძოლაში ეხმარება

212
77

ჩინელი ექიმების ჯგუფი უკვე რამდენიმე დღეა ერაყში იმყოფება და კოლეგებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან. ინფორმაციას ამის სესახებ ჩინური მედია ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, სამედიცინო ჯგუფი ატარებს ტრენინგებს და პრაქტიკულ მუშაობაში უზიარებს იმ ცოდნას, რაც საკუთარ ქვეყანაში უკვე გამოსცადეს.

ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებიდან, შენობა-ნაგებობების დეზინფექციით დამთავრებული, ჩინელი მედიკოსები ჩართული არიან ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი იმედოვნებენ, რომ მათ გამოცდილებას სხვა ქვეყნები დროულად გაიზიარებენ. ჩინელი ექიმების ჯგუფი ფიქრობს, რომ ამით ნაკლები დაინფიცირებული და ნაკლები მსხვერპლი იქნება.

ჩინელი ექიმების ჯგუფი იტალიაში გუშინ საღამოს ჩავიდა

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პიკმა ქვეყანაში ჩაიარა, თუმცა ისინი განაგრძობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას. ჩინელი ექიმების ჯგუფი გუშინ საღამოს იტალიაშიც გაემგზავრა, სადაც იტალიელ ექიმებს  ვირუსთან ბრძოლოს მეთოდებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები