LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალდივებზე კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის სასტუმრო გაიხსნა

211
http---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200309141015-kuredusanguwatervillaexterior2

მალდივის ხელისუფლებამ მსოფლიოში პირველი საკარანტინო სასტუმრო ააშენა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებისთვისაა განკუთვნილი, ამის შესახებ ინფორმაციას  China Morning Post  ავრცელებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასტუმრო 10 დღეში აშენდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ  მედპერსონალი უფასოდ იმუშავებს იზოლაციაში მყოფებისთვის.

სასტუმროს 30 ნომერი აქვს. სტუმრებს სამჯერადი კვება და ყველაფრით მომარაგებული მინიბარი ექნებათ.  თუმცა სასტუმროში მაცხოვრებლებს მკაცრად აეკრძალებათ ერთმანეთთან კონტაქტი და არც მნახველების მიღება შეეძლებათ.

ცნობისთვის, 12 მარტის მონაცემებით მალდივებზე კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 12 იყო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები