LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე გრძელი ველოსიპედის ხიდი ნიდერლანდებში აშენდება

49
brdgnewsss

ნიდერლანდებში ველოსიპედისტებს ყველაზე გრძელ ხიდს აუშენებენ. ხიდი გრონინგენის პროვინციის სიახლოვეს აიგება და მის გამოყენებას მხოლოდ ველოსიპედისტები და ფეხით მოსიარულეები შეძლებენ.

პროექტის ავტორები გეგმავენ, რომ უკვე არსებული რამდენიმე ხიდი გააერთიანონ და ველოსიპედისტებს ტბასთან, არხთან და დასასვენებელ ზონასთან მისასვლელი გზა გაუკეთონ. ხიდი ისე აიგება, რომ ველური ბუნების წარმომადგენლებს სიმყუდროვე არ დაურღვიოს.

კონსტრუქციის ნაწილი არხის თავზე განთავსდება და მოძრავი იქნება. პროექტის მიხედვით, მას 90 გრადუსით აწევა და დიდი ზომის გემების გატარება შეეძლება.

დასაწყისისთვის ხიდი 800 მეტრის მანძილზე გადაიჭიმება, მომავალში კი მას კიდევ 200 მეტრიანი მონაკვეთი დაემატება. პირველ ნაწილს კი ვიზიტორებისთვის 2020 წლის დეკემბერში გახსნიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები