LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსმა NBA შეაჩერა: იუტას კალათბურთელი დაინფიცირებულია

163
RUBI

კორონავირუსის სწრაფი გავრცელება მთელს მსოფლიოში სპორტული ღონისძიებების გაუქმებისა და გადადების მიზეზი ხდება.

კორონავვირუსს სერიოზული გავლენა აქვს ამერიკულ სპორტზე. ევროპაში კი საფეხბურთის მატჩები უკვე ცარიელ არენაზე, გულშემატკივრების გარეშე ტარდება.

მას შემდეგ, რაც „იუტა ჯაზის“ კალათბურთელს, რუდი გობერტს კორონავირუსი დაუდგინდა, NBA-ის ხელმძღვანელობამ სეზონის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ძალაში ხუთშაბათიდან შევა.

„NBA შეისვენებს, რათა განვსაზღვროთ მომდევნო ნაბიჯები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით“ – ნათქვამია აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ამ დრომდე არ აკონკრეტებენ ვადებს, თუ როდის განახლდება თამაშები მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში.

ჩემპიონატის ხელმძღვანელთა თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმ ვითარებაზე, რასაც მოიტანს პანდემიური ვირუსი მსოფლიოში.

მსოფლიოში სულ მცირე 116 000 კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით 64000 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 4000-ზე მეტი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები