LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები ბახმაროდან: გერმანელი ტურისტები კურორტის დიდ პოტენციალზე საუბრობენ

307

მოთხილამურეებისგან შემდგარი ევროპელების პირველი ტურისტული ჯგუფი, რომელიც ბახმაროს მისი პოტენციალის შესასწავლად ესტუმრა, კურორტს ხვალ ტოვებს.

როგორც გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ამბობს, ბახმაროთი ისინი მოხიბლულები არიან.

“მოწონება ძალიან დიდია და თამამად შეიძლება ითქვას, რო ბახმაროს ახალი ცხოვრება უკვე ამოიქოქა”, – ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა განაცხადა.

ის, რომ ტურისტები ქართული კურორტით ნამდვილად მოიხიბლნენ, მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტიდანაც ჩანს.

„მარტოხელა, უცნაური და ავთენტური“ – ამაზე უკეთესს ვერსად ნახავთ – წერენ გერმანელი ტურისტები ბახმაროს შესახებ.

მათი თქმით, საქართველო ნამდვილად მთების სამშობლოა, მაგრამ ამ მხრივ თითქმის განუვითარებელი.

„მხოლოდ რამდენიმე ასასვლელი საშუალება და ვერტმფრენია კავკასიის მწვერვალზე მოსახვედრად. ამ მთების ჯაჭვის სამხრეთ მხარე ფაქტობრივად, სრულიად აუთვისებელია. მაგალითად მხოლოდ ერთი გზაა ბახმაროში მისასვლელად. ეს კურორტი ზღვის დონიდან 2 050 მეტრზე მდებარეობს და იქ ულამაზესი და უამრავი ხის კოტეჯებია. ზამთარში ეს კურორტი სრულიად ცარიელია. არის სრულიად შეუსწავლელი სათხილამურო ტერიტორია, რომელიც შეგვიძლია ერთად შევისწავლოთ სათხილამურო ტურებით. მთლიანი გზა ინგო შლუტიუსმა გაკაფა, რომელსაც ქონდა ხედვა თუ რა უნდა ყოფილიყო მომავლის მიზანი ამ ადგილებში. მან ამ მთების ეს ადგილები მარტომ შემოიარა. ეს ფრიად განსხვავებული ადგილია სხვა ალპინურ ზონებთან შედარებით“, – წერენ გერმანელი ტურისტები.

 

 

ტურისტები იმ სახლის და გუნდის შესახებაც წერენ, სადაც დროის გატარება უწევთ:

„მყუდრო ხის სახლები, მზარეულების ქართული გუნდი, უწყვეტი დენის გენერატორი, დიზელის სავსე ბაკი და საშხაპე, რომელიც გაზზე მუშაობს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის თოვლი, რომელიც არ წყდება და შეგრძნება იმის, რომ სახლში ვეღარ გაფრინდები“, – ამბობენ ისინი ბახმაროსადმი მიძღვნილ პოსტში.

იხილეთ ჩვენი სტატია: ბახმარო შესაძლოა, საქართველოს ყველაზე ცნობილი სამთო–სათხილამურო კურორტი გახდეს.

 

თამთა უთურგაშვილი