LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლ სტარი: როგორ გადანაწილდა ჟურნალისტების, კალათბურთელებისა და ფანების ხმები

81

NBA All Star-ის სასტარტო ხუთეულების ვინაობა გამოქვეყნდა.
დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელმაც გულშემატკივრებისგან 1 528 941 ხმა მიიღო.

ფაჩულია გულშემატკივართა ხმის მიცემით დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებში მეორე ადგილზე გავიდა. კალათბურთელების ხმის მიცემის შედეგებით “გოლდენ სტეიტის” ქართველი ცენტრი მე-12 ადგილზეა, ხოლო მედიის წარმომადგენლების შედეგებით იგი მე-10 პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა “ოკლაჰომას” გამთამაშებელი რასელ ვესტბრუკი, რომელიც მედიისა და კალათბურთელთა გამოკითხვის შედეგებით პირველ ადილზეა, თუმცა გულშემატკივრების მხრიდან იგი მესამე პოზიციაზე გავიდა.

 

გთავაზობთ დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების საერთო შედეგებს:

აღმოსავლეთ კონფერენცია

წინა ხაზი

1. ლებრონ ჯეიმსი – გულშემატკივრები – 1, კალათბურთელები – 1, მედია – 1, საერთო ქულა – 1.0
2. იანის ანდეტოკუნმპო – გულშემატკივრები – 2, კალათბურთელები – 2, მედია – 2, საერთო ქულა – 2.0
3. ჯიმი ბატლერი – გულშემატკივრები – 5, კალათბურთელები – 3, მედია – 3, საერთო ქულა – 4.0
4. ჯოელ ემბიიდი – გულშემატკივრები – 3, კალათბურთელები – 8, მედია – 5, საერთო ქულა – 4.75
5. კევინ ლავი – გულშემატკივრები – 4, კალათბურთელები – 7, მედია – 4, საერთო ქულა – 4.75
6. კრისტაპს პოზინგსი – გულშემატკივრები – 7, კალათბურთელები – 5, მედია – 6, საერთო ქულა – 6.25
7. პოლ ჯორჯი – გულშემატკივრები – 8, კალათბურთელები – 4, მედია – 8, საერთო ქულა – 7.0
8. კარმელო ენტონი – გულშემატკივრები – 6, კალათბურთელები – 6, მედია – 12, საერთო ქულა – 7.5
9. ჯაბარი პარკერი – გულშემატკივრები – 10, კალათბურთელები – 10, მედია – 12, საერთო ქულა – 10.5
10. ჰასან უაითსაიდი – გულშემატკივრები – 11, კალათბურთელები – 14, მედია – 8, საერთო ქულა – 11.0

მცველები

1. კაირი ირვინგი – გულშემატკივრები – 1, კალათბურთელები – 1, მედია – 3, საერთო ქულა – 1.5
2. დემარ დეროზანი – გულშემატკივრები – 3, კალათბურთელები – 3, მედია – 2, საერთო ქულა – 2.75^
3. ისაია ტომასი – გულშემატკივრები – 4, კალათბურთელები – 2, მედია – 1, საერთო ქულა – 2.75^
4. დუეინ ვეიდი – გულშემატკივრები – 2, კალათბურთელები – 6, მედია – 6, საერთო ქულა – 4.0
5. კაილი ლოური – გულშემატკივრები – 5, კალათბურთელები – 5, მედია – 4, საერთო ქულა – 4.75
6. ჯონ უოლი – გულშემატკივრები – 7, კალათბურთელები – 4, მედია – 5, საერთო ქულა – 5.75
7. დერიკ როუზი – გულშემატკივრები – 6, კალათბურთელები – 9, მედია – 8, საერთო ქულა – 7.25
8. კემბა უოლკერი – გულშემატკივრები – 9, კალათბურთელები – 7, მედია – 6, საერთო ქულა – 7.75
9. ევერი ბრედლი – გულშემატკივრები – 10, კალათბურთელები – 12, მედია – 8, საერთო ქულა – 10.0
10. ბრედლი ბილი – გულშემატკივრები – 14, კალათბურთელები – 8, მედია – 8, საერთო ქულა – 11.0

 

დასავლეთ კონფერენცია

წინა ხაზი

1. კევინ დურანტი – გულშემატკივრები – 1, კალათბურთელები – 1, მედია – 1, საერთო ქულა – 1.0
2. კავაი ლეონარდი – გულშემატკივრები – 3, კალათბურთელები – 2, მედია – 2, საერთო ქულა – 2.5
3. ენტონი დევისი – გულშემატკივრები – 4, კალათბურთელები – 3, მედია – 3, საერთო ქულა – 3.5
4. დემარკუს ქაზინსი – გულშემატკივრები – 6, კალათბურთელები – 4, მედია – 4, საერთო ქულა – 5.0
5. დრეიმონდ გრინი – გულშემატკივრები – 5, კალათბურთელები – 9, მედია – 6, საერთო ქულა – 6.25
6. ზაზა ფაჩულია – გულშემატკივრები – 2, კალათბურთელები – 12, მედია – 10, საერთო ქულა – 6.5
7. მარკ გასოლი – გულშემატკივრები – 10, კალათბურთელები – 5, მედია – 5, საერთო ქულა – 7.5
8. კარლ ენტონი თაუნსი – გულშემატკივრები – 7, კალათბურთელები – 10, მედია – 7, საერთო ქულა – 7.75
9. ლამარკუს ალდრიჯი – გულშემატკივრები – 8, კალათბურთელები – 6, მედია – 10, საერთო ქულა – 8
10. დეანდრე ჯორდანი – გულშემატკივრები – 11, კალათბურთელები – 7, მედია – 8, საერთო ქულა – 9.25

მცველები

1. სტეფ კარი – გულშემატკივრები – 1, კალათბურთელები – 3, მედია – 3, საერთო ქულა – 2.0^
2. ჯეიმს ჰარდენი – გულშემატკივრები – 2, კალათბურთელები – 2, მედია – 2, საერთო ქულა – 2.0^
3. რასელ ვესტბრუკი – გულშემატკივრები – 3, კალათბურთელები – 1, მედია – 1, საერთო ქულა – 2.0^
4. კლეი ტომპსონი – გულშემატკივრები – 4, კალათბურთელები – 8, მედია – 4, საერთო ქულა – 5.0
5. კრის პოლი – გულშემატკივრები – 5, კალათბურთელები – 6, მედია – 4, საერთო ქულა – 5.0
6. დემიენ ლილარდი – გულშემატკივრები – 8, კალათბურთელები – 4, მედია – 6, საერთო ქულა – 6.5
7. ერიკ გორდონი – გულშემატკივრები – 7, კალათბურთელები – 15, მედია – 6, საერთო ქულა – 8.75
8. სიჯეი მაკკოლამი – გულშემატკივრები – 16, კალათბურთელები – 5, მედია – 6, საერთო ქულა – 10.75
9. ანდრე იგუოდალა – გულშემატკივრები – 9, კალათბურთელები – 22, მედია – 6, საერთო ქულა – 11.5
10. მანუ ჯინობილი – გულშემატკივრები – 10, კალათბურთელები – 20, მედია – 6, საერთო ქულა – 11.5
შეგახსენებთ, რომ ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულების გამოვლენა წელს განსხვავებული წესით მოხდა. შერჩევის ახალი პრინციპის მიხედვით ხმების 50% გულშემატკივართა აქტიურობიდან გამოთვალეს, ხოლო 25-25% კალათბურთელებისა და მედიის წარმომადგენლების ხმებით გადანაწილდა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი 19 თებერვალს, ნიუ-ორლეანში შედგება, გუნდების სათადარიგო შემადგენლობა კი 26 იანვარს გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები