LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროვიზიის“ ეროვნულ ფინალზე „ესემესებიდან“ შესული თანხა დიმიტრი ცინცაძის ფონდში გადაირიცხება

30

20 იანვარს „ევროვიზიის“ ეროვნული კონკურსის ფინალი გაიმართება. მასში სულ 25 შესმრულებელი და ჯგუფი მონაწილეობს, თითოეული თავის შოუს წარადგენს, შემდეგ კი ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, ერთი რჩეული გამოვლინდება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ღონისძიება 20 იანვარს, საღამოს რვა საათზე დაიწყება. ხმის მიცემა კონკურსანტების გამოსვლების დასრულებიდან მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში შეგეძლებათ.

ცნობილი გახდა, რომ კონკურსანტებისთვის გაგზავნილი თითოეული ესემესიდან შესული თანხა ჩაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში.

2017 წელს საქართველო ევროფესტივალზე მეათედ წარადგენს საკუთარ კონკურსანტს, რომელიც 42 მონაწილესთან ერთად კიევში, „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები