საქართველოს მთავრობის შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვიზიტორთა მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ინვენტარი და განთავსდა სადეზინფიქციო მოწყობილობები.