LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მარიამისგან ესთეტიკური მონსტრი შევქმენი,” – ბექა შენგელია მკვლელობის სასტიკ დეტალებზე

490

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული ბექა შენგელია ამბობს, რომ მოკლულის შვილი, ირმა ყოჩიაშვილი მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა. ამასთან, ყოჩიაშვილს მან სოლიდური თანხა გამოსძალა.

 
”მე ვთხოვ გამოძიებას აღნუსხოს ის თანხები, რაც გამოვძალე ამ ფსიქიკური ტერორის დროს მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. მარიამის დედობილის გული მის თვალწინ დავაგემოვნე და ის ამას აღტაცებული სახით უყურებდა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიკური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას”, – განაცხადა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები