LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ათასზე მეტი გარდაცვლილი და 64 ათასზე მეტი გამოჯანმრთელებული – მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

137
Coronavirus

მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 4 000-ს, დაინფიცირებულთა კი 113 000-ს აჭარბებს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში გამოჯანმრთელებული პაციეტების რაოდენობა 64 081-ია.

კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევები ჩინეთშია დადასტურებული, ჩინეთს გარეთ კი ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანშია დაფიქსირებული.

კორონავირუსის გამო იტალია ე.წ. წითელ ზონად ცხადდება. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები