სხვა დანარჩენ ეკონომიკურ, თუ ბიზნეს ამბებთან ერთად, რომლებიც ახალმა კორონავირუსმა დააპაუზა, შესაძლოა, საერთაშორისო ბაზრებზე iPhone-ის ახალი მოდელის გამოჩენაც აღმოჩნდეს.
უცხოური მედია Bank of America-ს ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კორონავირუსის გამო, ახალი iPhone 12-ების გამოშვებამ სექტემბრის ნაცვლად, შეიძლება ოქტომბერ-ნოემბერში გადაიწიოს.
როგორც იცით, კომპანია Apple-ისთვის სექტემბერი მნიშვნელოვანი თვეა, სწორედ ამ პერიოდში წარუდგენს ხოლმე ამერიკული გიგანტი საკუთარ მომხმარებლებს iPhone-ის ახალ მოდელებს…
გარდა ამისა, განიხილება, რომ Apple-მ მარტის თვეში ჩასატარებელი ღონისძიება არ გამართოს და გამზადებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციია მხოლოდ პრესრელიზის სახით გაავრცელოს.