LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავა საცხოვრებელი სახლის გარშემო – მსახიობი ანი ჩირაძე 17 წელია ბინის ჩაბარებას ელოდება

15293
ikkkk

მსახიობი ანი ჩირაძე უკვე 17 წელია ბინის ჩაბარებას ელოდება. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. როგორც ირკვევა, სამშენებლო ამხანაგობა „ვერე 1999-მა“ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყო.

ბიზნესმენ მურთაზ გვიდიანს ბარნოვის ქუჩაზე ბინა 2005 წელს უნდა ჩაებარებინა, თუმცა ფართი, რომელიც ანი ჩირაძეს და მის დედას უნდა მიეღოთ, მას შემდეგ რამდენჯერმე, მათ დაუკითახავად გაიყიდა.

როგორც “მთავარი” იუწყება, ამ მისამართზე ყველა ბინა გასხვისებულია.

„17 წელი ეს თაღლითი ადამიანი არაფერს მეუბნება, მაპამპულავებს, ალბათ მოსყიდული ყავს ყველა გარშემო… ადამიანები დაიხოცნენ , ვინც აქ ცხოვრობდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა, იმიტომ რომ ნახევარი ცხოვრება გავიდა- 17 წელი,“-ამბობს ანი ჩირაძე.

ანი ჩირაძე საქმეს სამართლებრივბად მიყვება. მურთაზ გვიდიანის წინააღმდეგ განცხადება მან უკვე შეიტანა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ამჯერად სახლი იმედო კახიანის სახელზეა.

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/1613431182144332/?__xts__[0]=68.ARBicteMAjG5tqq5p2olSiVvkfEhHJ5lndlMj9VPVeaqnVvyqE04T3Qn_I20JPXPGYSpV90XyJbo5wRH-LDhkhQ8dHI1PXe2G4UUx-g1FgTJlqddLLYrghauri8UbFELbjV76PE5Icqv17g_Hr6ZfWuCjNip-rkuU6tQ2EWcdBgQk9ceEiHcmYCvEKmnILrYKyRGRD_iNK_1a2XpK1EIMJcZIhgMdZ7KDAYfuVudxoQg-ZWjIpD5zVkOolaPOaUDfp6rNHvCrsNc9iJiP26yft8iDpCsjHZ3FmXdd4qb4pLUARBCEVtXCTv7Qi13DvnYatUeznglY1b5FBMtynHTuR2hSFn8kDQV&__xts__[1]=68.ARA4H3IuKsjMzVlMPzcyLUW2b5T03QfSEigFvie2f7NlMEWpt7xSQGs98lmgBAz0ogJXkKLVuDC8cCyvefOOsKauZ2npVVuJb2wODVhJDNWBh2NwDhcie64RHN0aPvsH2P5hhrL38OqFqMRZ7K8_9nrEMsxyc2CkkLGA0p8tyBWtQDO5WRSOshqzxPZ-0W6tI8HVpThVx9A6mrQAh8pH5DTgnV2LacncSPcXTkTLID5YD46HuIDSnR4xQHof7T4VsvvqjehdhGmemtNBaYhAe1SIa3fnssBVmllQnE4-fDK4hwzEXA9Pz7pI_pbH8JK3m-ylAEIC_byKWPMBWtV5Sg56f_t1nt-F&__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები