ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდინარე განგზე სამგზავრო ნავის გადაბრუნების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. 13 ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი გახდა. ნავს მოსავლის ინდური დღესასწაულის, მაკარა-სანკრანტის მონაწილეები მდინარეზე გადაჰყავდა.
ნავზე დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფებოდა, რაც დასაშვებს მნიშვნელოვანად აჭარბებს.