LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში შესული გემის ეკიპაჟს ხმელეთზე არ უშვებენ – ერთ-ერთ მეზღვაურს მაღალი ტემპერატურა აქვს

615
გემი

დღეს ფოთში მარშალი კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემი შევიდა, რომლის ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს მაღალი ტემპერატურა უფიქსირდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მას კორონავირუსის სიმპტომები არ უდასტურდება.

უწყების თანახმადვე, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, მასაც და ეკიპაჟის დანარჩენ 19 წევრსაც ხმელეთთან კავშირი აეკრძალათ.

„6 მარტს, ფოთის ნავსადგურში, დილის საათებში შემოვიდა მშრალტვირთმზიდი თ/მ ‘’IBERIAN BULKER”, მცურავი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ. გემმა 14 თებერვალს დატოვა ტუნისის ნავსადგური ბიზერტა.

როდის ითვლება ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად?

საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული

COVID-19 კორონავირუსთან დაკავშირებით, ნავსადგურში გამკაცრებული წესების შესაბამისად, ნავსადგურში შემოსვლამდე 48 საათით ადრე, კაპიტნის მიერ განხორციელდა ინფორმაციის მიწოდება ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ერთ-ერთ მეზღვაურს 05 თებერვლიდან აღენიშნება მაღალი ტემპერატურა. მეზღვაური 2019 წლის 22 ივნისიდან იმყოფება გემზე”, – წერია საააგენტოს განმარტებაში.

არსებული ინფორმაციით, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა დაენიშნა, სამედიცინო შემოწმება ეკიპაჟის დანარჩენ წევრებსაც ჩაუტარდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები