LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერიმენტული საქართველო: დუბაისთვის შეკრება იწყება

86

საქართველოს ნაკრები 2017 წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. დუბაიში დაგეგმილ ორ ამხანაგურ შეხვედრაში, მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებით დააკომპლექტა. მოგეხსენებათ, უახლოესი ორი ამხანაგური მატჩის თარიღი ფიფას ოფიციალურ კალენდარში არ არის შეტანილი და მთავარ მწვრთნელს ამ მატჩებში ძირითადად იმ მოთამაშეების გამოცდის შესაძლებლობა ექნება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები შანსი ეძლევათ.

საქართველოს ნაკრები დუბაიში 21 იანვარს გაემგზავრება. 23 იანვარს ჩვენი გუნდი უზბეკეთის ნაკრებს შეხვდება. 25 იანვარს კი საქართველოს ნაკრების მეტოქე იორდანია იქნება.

 

მეკარეები: როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე) თედორე გრიგალაშვილი („საბურთალო“, თბილისი), დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“, ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“, თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები