დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების დროს გამოსაჯანმრთელებლად დაახლოებით 2 კვირიდან 20 დღემდე საჭიროა იზოლირება, დაკვირვება და მკურნალობა.
მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით გამოჯანმრთელებულად ითველაბა ადამიანი თუ მას 24 საათის განმავლობაში 2 ჯერ ექნება უარყოფითი პისიარ რეაქცია კორონავირუსზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.