მიკრობაკფორტე, ლიზოფორმინი, სტერისეპტფორტე, ბაქტიციდი – ეს ის სადეზინფექციო საშუალებებია, რომელსაც კორონავირუსისგან თავდასაცავად მთელი მსოფლიო იყენებს.
აღნიშნული სადეზინფექციო საშუალებით მუშავდება დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საჯარო ბაგა-ბაღები და სკოლები.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით დეზინფექცია ყველა კერძო თუ საჯარო სამსახურში უნდა ჩატარდეს.
შპს სადეზინფექციო სამსახურის სანიტარი გიორგი ბიბილაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ კერძო კომპანიებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას საკმაოდ იაფად შეძლებენ.
რამდენი ხანი შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ ჩატარებული დეზინფექციის შემდეგ?
დეზინფექციის შემდეგ შემდეგ თვე და ერთი კვირა შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ამ დროის მერე თუ აუცილებლობა იქნება და ვირუსის გავრცელების საშიშროება დადგა, ისევ უნდა ჩატარდეს განმეორებითი სამუშაოები.
ისეთი თავშეყრის ადგილებში, როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტია, ჩატარებული დეზინფექცია, რამდენად არის სანდო?
მეტროებსა და ავტობუსებში ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოების შემდეგ ადამიანები 90%-ით არიან დაცული.
დეზინფექციის ჩატარების შემდეგ ოთახში ყოფნა რამდენი ხნით არ შეიძლება?
სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების დროს ობიექტი უნდა დაიკეტოს. რეკომენდებულია, რომ ჰაერმა არ იმოძრაოს 6-დან 12 საათამდე. ამის შემდეგ ფანჯრები უნდა გავაღოთ და იატაკი კარგად გაწურული ნამიანი ნაჭრით მოიწმინდოს.
სადეზინფექციო ხსნარი ალერგიულობას ხომ არ იწვევს?
ალერგიულობას არ იწვევს, მაგრამ დამუშავების პროცესში შესაბამისი აღჭურვილობისა და კაფანდრის გარეშე ადგილზე ყოფნა არ შეიძლება. ობიექტზე დეზინფექცია სამუშაო საათებში ვერ ჩატარდება. შეიძლება ალერგიული არ იყოს, ადამიანი, მაგრამ არ ვიცით, რომელი ადამიანი რა შინაგანი დაავადების გადამტანია. აქედან გამომდინარე აუცილებელია პერიმეტრის ევაკუაცია.
რა ჯდება დეზინფექცია?
სხვადასხვა ფასებია. 100-300 კვადრატზე ჩატარებული სამუშაოები კვადრატული დაახლოებით 90 თეთრი ჯდება. 300-დან 1000 კვადრატულის ზემოთ ჩატარებულ სამუშაოებზე კომპანიებს კვადრატულის დეზინფექცია 70 თეთრი დაუჯდებათ.
რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, ვინც დეზინფექციის ჩატარებას ვერ ახერხებს?
დღის განმავლობაში ხელი აუცილებლად ბევრჯერ უნდა დაიბანოთ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადე უნდა გამოიყენოთ. დაავადებულ ადამიანთან კონტაქტისას დაახლოებით ერთ მეტრზე ან მეტრნახევარზე დისტანცია დაიცვათ, ხოლო ქუჩაში ფეხით გადაადგილებისას რეკომენდებულია ლიმონიანი წყლის დალევა.