LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის პარლამენტში ერდოღანს უღირსი და მოღალატე უწოდეს, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოყვა (ვიდეო)

185
pjimage

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკას თურქეთის პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ენგინ ოზქოჩმა პრეზიდენტი სირიაში მოკლული თურქი ჯარისკაცების უპატივცემულობაში დაადანაშაულა, რადგან მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თურქეთის სამხედრო ოპერაცია იდლიბის პროვინციაში. ოზქოჩმა საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტს “უპატივცემულო, უღირსი, მდაბალი და მოღალატე” უწოდა. მისი თქმით, ერდოღანი თურქი ხალხის შვილებს სირიაში საბრძოლველად უშვებს, საკუთარ შვილს კი სამხედრო სამსახურს არიდებს.

დაპირისპირებაში ათობით დეპუტატი ჩაერთო. როგორც NBC News-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, დეპუტატები მაგიდებზე ადიან და ისე სცემენ ერთმანეთს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანკარის პროკურატურამ “პრეზიდენტის შეურაცხყოფის ფაქტზე” გამოძიება დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები