Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ძაღლს კორონავირუსი პატრონისგან გადაედო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლს კორონავირუსი პატრონისგან გადაედო

479
korona zagli

ჰონგ-კონგელი ექსპერტების მტკიცებით ძაღლს, რომელიც ცოტა ხნის წინ კარანტინში იყო მოთავსებული, COVID-19 პატრონისგან გადაედო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სპეციალისტების თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანმა ცხოველს ვირუსი გადასდო.

ძაღლის ტესტებმა რამდენჯერმა აჩვენა, რომ ის მსუბუქად დადებითია. ეს ვირუსით ინფიცირების დაბალ დონეს ნიშნავს. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ექსპერტები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ტესტების შედეგები აჩვენებს, რომ ძაღლს ვირუსით დაინფიცირების დაბალი დონე აქვს და დიდი ალბათობით, ეს შემთხვევა ადამიანიდან ვირუსის ცხოველისთვის გადაცემაა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჰონგ-კონგის მთავრობა აქვეყნებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში არსადაა აღნიშნულია, რომ ვირუსი, შესაძლოა, ადამიანიდან ცხოველზე გადავიდეს, ამიტომ ვეტერინარები აცხადებენ, რომ პატრონებმა შინაური ცხოველები არ უნდა მიატოვონ, თუკი მათ კორონავირუსზე ეჭვი გაუჩნდებათ.

ამჟამად ძაღლი, რომელსაც დაავადების არანაირი სიმპტომი არ აქვს, კარანტინში იმყოფება. მას პატრონს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნებენ, რაც ტესტი უარყოფითი იქნება.

ჰონგ-კონგში ძაღლი კორონავირუსის გამო კარანტინში 28 თებერვალს მოათავსეს. ძაღლის პატრონმა კორონავირუსი გადაიტანა, ძაღლის პერორალური, ნაზალური და რეკტალური ნიმუშების ტესტებმა კი აჩვენა, რომ ისიც ინფიცირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები