სვანეთში, ზამთრის კურორტ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა, შედეგად 3 ტურისტი დაიღუპა. სულ ზვავმა იტალიელი ტურისტების ათკაციანი ჯგუფი მოიყოლა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ტურისტები აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, რამაც ზვავის მოწყვეტა გამოიწვია. მათი ინფორმაციით, ზვავის ჩამოწოლას 4 ადამიანი გადაურჩა, ზვავში მოყოლილი 6 პირიდან კი მაშველებმა სამის გადარჩენა შეძლეს.
„მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამაშველო სამსახურმა. ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს ზვავიდან, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. სამწუხაროდ, დარჩენილი 3 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ისინი გარდაცვლილები იპოვეს. “მთის კურორტების განვითარების კომპანია” მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
თეთნულდის სათხილამურო კურორტთან ზვავი ჩამოწვა – დაშავებულია ორი ადამიანი