LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შევპირდით და გავაკეთეთ”: კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

170
77024042-3105769046106341-7413509115088994304-o

კუს ტბასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიწყო, დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მერიის ინფრასტრუქტურული პროექტები წელს უფრო აქტიურად გაგრძელდება. კალაძის განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი, სრულად შეკეთდა, რაც გულისხმობს ასფალტის საფარიდან დაწყებული, გარე განათებებით დასრულებული, ყველა შესამაბისი სამუშაოს განხორციელებას. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტი 2.5 მილიონი ლარი დაჯდა.

“შემიძლია გითხრათ, რომ დამთავრდა პროექტი. კუს ტბასთან მისასვლელი გზა მთლიანად რეაბილიტირებული და  მოწესრიგებულია. დაყენებულია განათების ბოძები გარე განათებებით, კეთილმოწყობილია დაახლოებით 3 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ გზით, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში და, როგორც მოსახლეობას დავპირდით, ეს კონკრეტული პროექტი დამთავრებულია” – განაცხადა კახი კალაძემ.

“მხოლოდ ბორდიურები ჩამოისხმება და მოძრაობა ძალიან მალე აღდგება” – კახი კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები