LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონიჭალის გვირაბი და მეწყერსაშიში ზონების გამაგრება: დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტები

303
DJI-0003

თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე, კახი კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი ამ თვალსაზრისით, გასულ წელს დაწყებული სამუშაოების დროულ ვადაში დასრულება და ახალი პროექტების დაწყებაა. კალაძის განმარტებით, პრობლემები, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას მოუწესრიგებელ გზებთან დაკავშირებით აწუხებს, პირობის თანახმად, გვარდება. ერთ-ერთი ინფრასტუქტურული პროექტი, რომელიც კრწანისის რაიონში 5-კილომეტრიანი გზის შემცირებას გულისხმობდა, თითქმის დასასრულს უახლოვდება.

ზემო და ქვემო პონიჭალის მოსახლეობას 5-კილომეტრიანი გზა 100 მეტრამდე შეუმცირა მერიის ახალმა პროექტმა. კალაძის თქმით, გვირაბი, რომელიც აღნიშნულ ორ უბანს აკავშირებს, არის უმოკლესი გზა. მისი განმარტებით, გვირაბი ზემო და ქვემო fონიჭალის გამყოფი რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გადის.

 

“ამ პროექტის განხორციელებით მოეწყო გზა, ეს არის ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარე ტყერიტორია. იცით, რომ ზედა და ქვედა ფონიჭალას ჰყოფს რკინიგზის მაგისტრალი. შესაბამისად, პროექტი რომელიც განვახორციელეთ გადის რკინიგზის ქვეშ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან 5 კილომეტრიანი გზა შემცირდა დაახლოებით 100 მეტრამდე. ასე რომ, ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობა სატრანსპორტო გზით, უმოკლესი მანძილით დაუკავშირდებიან ერთმანეთს”, – განაცხადა კახი კალაძემ.

გზები, სკვერები, საყრდენი კედელი: დედაქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

 

მერმა დღევანდელ სხდომაზე  ისაუბრა ასევე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათ შორის გლდანი-ნაძალადევის რაიონში არსებულ მეწყერსაშიშ ზონაზე. მისი თქმით, შეშელიძის ქუჩაზე გზის ზემო ნაწილში განთავსებულ საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა გზის ქვედა ნაწილი საჭიროებს აღდგენა-რეაბილიტაციასა და გამაგრებას.

“შეშელიძის ქუჩაზე ზემო ნაწილში განთავსებულია საცხოვრებელი სახლები. მათ საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ქვემო ნაწილში ტროტუარი უკვე არა არსებობს. ჩამონაშალი მიწით დაფარულია მთელი ბორდიური, რომელიც იქ არსებობდა. პროექტი, რომელიც უნდა განვახორციელოთ, გულისხმობს აღნიშნული მეწყერსაშიში ზონის სრულ მოწესრიგებას, რაც თავისთავად ითვალისწინებს ზონის გამაგრებას უსაფრთხოების მიზნით. ამ პროექტისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება”, – აღნიშნა კახი კალაძემ.