LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანეტას ახალი გმირი ყავს: გერმანიაში მეკარემ 5 პენალტი აიღო (ვიდეო)

80
rue0b7157dcc9

გერმანიის თასზე „საარბრიუკენმა“ დიუსელდორფის „ფორტუნა“ გააგდო და ნახევარფინალში გავიდა. მთავარი გმირი მასპინძელთა მეკარე დანიელ ბაცი გახდა, რომელმაც ძირითად დროში ერთი პენალტი მოიგერია, მატჩისშემდგომ სერიაში კი კიდევ ოთხი. სულ გუნდებს 20 დარტყმა დასჭირდათ, „საარბრიუკენმა“ 7:6 მოიგო.

დანიელ ბაცი 29 წლისაა. გერმანიის თასზე ამდენი თერთმეტმეტრიანი არავის აუღია.

„ასე ძალიან რომ არ მტკიოდეს თითები, ვიფიქრებდი, რომ ეს სიზმარია“, – გახარებულია მეკარე, რომელსაც საოცნებო ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული („ფრაიბურგის“ რიგებში“ 2012 წელს).

„საარბრიუკენი“ გერმანიის მეოთხე ლიგის გუნდია, რომელიც 1943 და 1952 წლებში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები