საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს გიორგი გახარიამ კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა.
ლეკვს ბომბორა ქვია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ “ფეისბუქზე” დაწერა და ვიდეო და ფოტო გამოაქვეყნა.
ფაშინიანი “ფეისბუქზე” სომხური დელეგაციის პატივსაცემად შესრულებული “თბილისოს” და სხვა სიმღერების ვიდეოებსაც ავრცელებს.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.