LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული გამარჯვება: დინამომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო

101
Captureck

საკლუბო წყალბურთში ისტორია დაიწერა. ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე თბილისის “დინამომ” თასის მოქმედი გამარჯვებული საფრანგეთის “მარსელი” 15:12 დაამარცხა და ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საშიშროების გამო მატჩი “ოლიმპიკის” აუზში უმაყურებლოდ ჩატარდა

პირველი პერიოდი მოულოდნელად „დინამოს“ სრული უპირატესობით წარიმართა და 5:1 დასრულდა. მასპინძლებმა მეორე პერიოდშიც კარგად ითამაშეს და შესვენებაზე საგრძნობი უპირატესობით გავიდნენ – 8:4.

მესამე პერიოდში თბილისელებმა ისევ შესანიშნავად ითამაშეს და „დინამო“ გამარჯვებას მიუახლოვდა – 14:7.
მეოთხე პერიოდში „მარსელი“ თამაშის გადარჩენას შეეცადა, თუმცა საბოლოოდ მაინც ქართულმა გუნდმა გაიმარჯვა – 15:12.

ჩვენი გუნდიდან გოლები ქავთარაძემ (3), ვაპენსკიმ (3), იელაჩამ (3), ბარალდიმ (2), იმნაიშვილმა, შუშიაშვილმა, რურუამ და მაგრაქველიძემ გაიტანეს.

ეს ჯგუფური ეტაპის მეათე ტურის მატჩი იყო.

პირველ წრეში “დინამომ” მარსელში 7:17 წააგო.

“დინამო” 1 მოგებით ჯგუფში ბოლო, მე-8 ადგილზე. მომდევნო თამაში ჩვენებს 10 მარტს ბუდაპეშტში უძლიერეს “ფერენცვაროშს” უწევთ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები