LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სარფის გამშვებ პუნქტზე თანამედროვე საველე კარავი დამონტაჟდა

244
edbweijf

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარავი დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და საპატრულოს ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა.

საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში საველე კარვები დამონტაჟდა (ვიდეო)

"მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმება 24 საათის განმავლობაში განხორციელდება".

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.

https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/576328459627181/?__tn__=%2Cd%2CP-R&eid=ARBCJZNW4U589ACZqF-2rMMvGQnIE8fGc0RcdAcvchEmITYHSYe1OAUpd5vNC5mzUrEXFdPQl20t5peD

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები