LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილიშვილებზე მზრუნველი ბებია–ბაბუები დიდხანს ცოცხლობენ

156

საინტერესო კვლევას აქვეყნებს ჟურნალი Evolution and Human Behavior, რომლის მიხედვითაც შვილიშვილების აღზრდაში მონაწილე ბებიები და ბაბუები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ეს დასკვნა უახლეს კვლევას ეფუძნება, რომელიც შვეიცარიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ჩაატარეს. როგორც კვლევის ავტორი, სონია ჰილბერდი ამბობს, ამას ფსიქოლოგიური ფაქტორი განაპირობებს. ადამიანები, რომლებიც შვილიშვილების აღზრდაზე ზრუნავენ, ფსიქოლოგიურად და ემოციურად მომზადებულები არიან სირთულეების გადასალახად, ამავე დროს ისინი ფიზიკურად უფრო აქტიურები ხდებიან.

კვლევაში 70 წელს გადაცილებულმა  500 მდე მოხალისემ მიიღო მონაწილება. მათ მეცნირები ხანგრძლივი დროის განმვალობაში, 1990-დან 2009 წლამდე აკვირდებოდნენ. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც  უშუალოდ მონაწილეობდა შვილიშვილების აღზრდაშიც და ისინიც, ვინც ბავშვებზე დროდადრო ზრუნავდა.

აღსანიშნავია, რომ შვილიშვილების აღზრდაში პასუხისმგებელი ბებიები და ბაბუები კვლევის დაწყებიდან 10 წლის შემდეგაც ცოცხლები იყვენ, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლი მაღალი იყო მათში, ვინც შვილიშვილებზე საერთოდ არ ზრუნავდა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბავშვები ეხმარებიან მოხუცებულებს გაახალგაზრდავებაში, ფიზიკური აქტივობის სტიმულირებასა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, რაც სიცოცხლისუნარიანობას ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები