“ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა სხვადასხვა გადაჭრის გზები მოგვეძებნა ამ ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ამის გაკეთება,”- ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ყაზბეგის ქუჩიდან გადატანას წლების განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა.
“მე მართლაც ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ეს დიდწილად ჩემი ბრალიც არის, რომ ამ წლების განმავლობაში, სანამ მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მართლაც მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე დიდი ტვირთი ჩემი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს. ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა სხვადასხვა გადაჭრის გზები მოგვეძებნა ამ ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ამის გაკეთება,”-განაცხადა სერგეენკომ.
სერგეენკოს თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის მოთხოვნები სპეციფიურია და წლების განმავლობაში შესაბამისი ადგილის მოძიება და შემდგომ პროექტირება ამ მიზეზითაც ვერ მოხერხდა. მანვე აღნიშნა, რომ საავადმყოფოს “დიღმის კლასტერში” გადატანა 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 წლის ბავშვს აკვირდებიან
საავადმყოფოში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ექვსი პაციენტია მოთავსებული.
პირველი 2013-2014 წლების განმავლობაში იყო მცდელობა, რომ მოვლაპარაკებულიყავით იმ იურიდიულ დონეზე, იმ კონტრაქტით რაც არის გაფორმებული მეპატრონესა და სახელმწიფოს შორის და ვერ შევთანხმდით ამ დეტალებზე. ამის შემდეგ, გვქონდა მცდელობა, რომ იგივე ფართი მოგვეძებნა, სადაც იჯარით ავიღებდით, სახელმწიფო იქირავებდა და გადავიტანდით დაწესებულებას, სამწუხაროდ ესეც ვერ მოხერხდა, რადგანაც სპეციფიური არის ინფრასტრუქტურის მოთხოვნები ინფექციური საავადმყოფოსთვის. შემდეგ იყო ეტაპი, რომ გამოიყო მიწის ნაკვეთი უნივერსიტეტის ქუჩაზე, დავიწყეთ პროექტირება, მაგრამ ესეც ვერ მივიყვანეთ სამწუხაროდ ბოლომდე. ახლა არის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე გამზადებული ინფრასტრუქტურა არის “დიღმის კლასტერში” სადაც საჭიროებს რამდენიმეთვიან გარკვეულ გადაკეთებას. როგორც მე ვიცი წლის ბოლოსთვის უკვე მოხდება გადასვლა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
3 053 დაღუპული და 45 130 გამოჯანმრთელებული: მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ