LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi დაარსდება – გადაწყვეტილება მიღებულია

530
wizz-abu-dhabi-main

დღეს ცნობილი გახდა, რომ Wizz Air-მა საბოლოო ხელშეკრულება გააფორმა პარტნიორ აბუ-დაბის განვითარების ჰოლდინგ კომპანიასთან PJSC- სთან (ADDH), რათა ერთობლივად ჩამოაყალიბონ Wizz Air Abu Dhabi – დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყებს.

Wizz Air Abu Dhabi გეგმავს წლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს შესაბამისი ოპერაციები და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საჰაერო მოგზაურობა დაბალ ფასად შესთავაზოს. ავიაკომპანია მიმართული იქნება, რომ მარშრუტები დაინიშნოს იმ ადგილებისკენ, სადაც Wizz Air უკვე წლებია ოპერირებს – ევროპა და ასევე, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის მიმართულებით.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აღინიშნება- ახალი ავიაკომპანიის შექმნა აბუ-დაბიში. აბუ-დაბის განვითარების ჰოლდინგ კომპანიასთან პარტნიორობა Wizz Air Abu Dhabi- ის ფარგლებში, კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებასა და გრძელვადიან მიზნებს, რათა შეიქმნას ეკონომიური, ოპერაციულად მაღალეფექტური და ამასთანავე, ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანიის ბიზნეს მოდელი აბუ-დაბის საავიაციო განვითარების გასაძლიერებლად. Wizz Air-ის მისია შევიდეს აბუ-დაბის დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ სტრატეგიაში, რადგან ჩვენ მიზნად ვისახავთ მოძრაობისა და მიმართულებების სტიმულირებას აბუ-დაბის ტურისტული და ეკონომიკური მრავალფეროვნების ზრდისა და მოთხოვნის შესაბამისად.

ჩვენ სულმოუთქმელად ველით პირველ მგზავრებს ჩვენს ახალგაზრდა, მწვანე და ულტრა- ეფექტურ ფლოტზე!” – განაცხადა Wizz Air-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები