LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვა

120
WhatsApp Image 2019-10-15 at 14.21.42

3-4 მარტს საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრს ელოდებიან.  ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უმასპინძლებს. ნიკოლ ფაშინიანს ქართველი კოლეგა უმასპინძლებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

ოფიციალური ვიზიტიტ მყოფი ნიკოლ ფაშინიანი, სხვა სომეხ დელეგატებთან ერთად, გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

მეზობელი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა

ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში პირველი არ არის. ის ორი წლის წინ, 2018 წლის 30 მაისს სამთავრობი დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას. სომეხი კოლეგის ორდღიან ვიზიტს მაშინ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები