LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 წლის ბავშვს აკვირდებიან

159
unnamed (10)

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 წლის ბავშვს კორონავირუსზე აკვირდებიან. პაციენტი ამ დროისათვის ბოქსირებულ პალატაშია განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, ის მშობლებთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა, საიდანაც ერთი კვირის წინ დაბრუნდა. საავადმყოფოს ექიმის ცნობით, ბავშვს შემოწმებისას დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც ინფექციურში გადაიყვანეს. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში ბოლო დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ექვსი პაციენტია მოთავსებული და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

რაც შეეხება დედაქალაქში არსებულ მდგომარეობას, ამ დროისათვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 8 პაციენტის ლაბორატორიული ანალიზის პასუხს ელოდებიან. დღეის მდგომარეობით საქართველოში ახალი კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

3 053 დაღუპული და 45 130 გამოჯანმრთელებული: მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები